"ამ გზის ბოლო გაჩერება" ბოლნისში გაიმართება
სპექტაკლი “ამ გზის ბოლო გაჩერება” ბოლნისში,
26 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.
ამის
შესახებ ინფორმაციას სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჯისორი ანარ
რაფიგოღლუ ავრცელებს.
მისი თქმით, ბოლნისში სპექტაკლი აზერბაიჯანულ ენაზეიქნება
წარმოდგენილი. „ამ გზის ბოლო გაჩერება“ “TIKA”- ს დაფინანსებით
ხორციელდება. პროექტის მიხედვით, სპექტაქლი 5 რეგიონში 5-ჯერ უნდა
გამართულიყო ეს კი მეოთხე ჩვენებაა.
აღსანიშნავია, რომ სპეკტაქლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“ს პირველი
პრეზენტაცია 24 იანვარს ქალაქ თბილისში გაიმართა და შემდგომ ბათუმში,
რომელიც ქართულ ენაზე წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“-ს ძირითადი თემა
ადამიანების მავნე ჩვევების და ნარკომანიის შესახებ ინფორმირებულობა
იქნება. სპექტაკლში საუბარია იმაზე, თუ როგორ ღუპავს ნარკოტიკები
ადამიანს. სპექტაკლი ასევე მოიცავს ადამიანების სოცილაურ ქსელებზე და
ტექნოლოგიებზე დამოკიდებულობას.