რეპერმა ნატომ ზაურ დარგალს სიმღერა დაუწერა
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატს, ზაურ დარგალს, რეპერმა ნატომ წინასაარჩევნო სიმღერა უკვე დაუწერა.

ჩვენი ინფორმაციით, სიმღერაში აქცენტი კანდიდატის სახელზეა გაკეთებული. ინფორმაციის გადასამოწმებლად მარნეულელ რეპერს, აფიკ ნოვრუზოვს („ნატოს“) დავუკავშირდით, რომელმაც ფაქტი დაგვიდასტურა, თუმცა დამატებითი დეტალების გავრცელებისთვის თავი შეიკავა და ეს „ექსკლუზივი თავადვე დაიტოვა“.

მარნეულში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას, ბოლო წლებია, კანდიდატებისათვის სიმღერების დაწერა ტენდენციად იქცა. პირველი ასეთი შემთხვევა 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა. ახმედ იმამკულიევის სიმღერაზე, რომელიც ახლა მერობისათვის იბრძვის, მარნეულელმა რეპერმა აფიკ ნოვრუზოვმა („ნატომ“) იმუშავა.

„ნატოს“ მხოლოდ იმამკულიევის სიმღერაზე არ უმუშავია. მისი შემოქმედების კიდევ ერთი მაგალითი მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვისათვის მიძღვნილი სიმღერაცაა. რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დაიწერა.

ამავე თემაზე: დაუწერს თუ არა რეპერი ნატო ზაურ დარგალს წინასაარჩევნო სიმღერას
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები