თემურ აბაზოვი მერიისაგან 32 000 ლარის ოდენობის განაცდურს ვერ მიიღებს
მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი მერიისაგან 32 000 ლარის ოდენობის განაცდურს ვერ მიიღებს. აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვდა, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო.  აღნიშული წინადადება კი ცნობის სახით  საკრებულომ  13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საკითხის განხილვა მერიას დაევალა და უარყოფითი გადაწყვეტილებაც თავად მიიღეს. თუ რა მიზეზით მოხდა აბაზოვისთვის განაცდურზე უარის თქმა,  მერიაში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ სამართლებრივი ჩარჩოები ვერ დაკმაყოფილდა.  გვითხრეს, რომ  ამ ეტაპზე პასუხი მხოლოდ საკრებულომ მიიღო და მხარესთან არ გაუგზავნიათ.

„ყველა პროცედურის გავლის შემდეგ თუ საჭირო გახდა გასაჯაროება, ჩვენ გავასაჯაროებთ“- გვითხრეს მერიაში


თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის მარენულელი ელჩინ ალახვეერდიევის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული. სასამართლომ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ხოლო 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები