14 ვაკანტური პოზიცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით
მარნეულის მერიამ 14 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. როგორც ჩვენთან საუბარში მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ამბობს, არსებულ პოზიციებზე განცხადების მიღება დაწყებულია და კონკურსი 3 ძირითადი ეტაპს მოიცავს - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება .  განცხადებების ნახვა www.hr.gov.ge- ზე არის შესაძლებელი .

გთავაზობთ არსებულ პოზიციების ჩამონათვალს:

საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 1 100 ლარი, ადგილების რაოდენობა 1 .

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 1 200 ლარი, ადგილების რაოდენობა 1.

წარმომადგენლებისა და წარმომადგენლის ასისტენტების განყოფილების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 750 ლარი, ადგილების რაოდენობა 4.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 1000 ლარი, ადგილების რაოდენობა 1.

პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი - ანაზღაურება 2300 ლარი, ადგილების რაოდენობა 1.

ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 1 100 ლარი, ადგილების რაოდენობა 1.

მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 1 100 ლარი, ადგილების რაოდენობა 2.

მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 1 000 ლარი, ადგილების რაოდენობა 2.

მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 950 ლარი, ადგილების რაოდენობა 1.

აღსანიშნავია, ისიც , რომ ყველა პოზიციაზე გამოსაცდელი ვადა 1 წელია. განცხადების მიღების ბოლო თარიღია - 06/04/2019.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები