ნავერიანი იმ დეპუტატების სიაშია, რომლებსაც ღილაკები შეეშალათ
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი იმ 36 დეპუტატს შორისაა, რომელმაც მწვანე ღილაკს არ დააჭირა და გამოსაშვები გამოცდების კანონი ჩააგდო. ინფორმაციას დეპუტატების შესახებ www.on.ge აქვეყნებს.

ქართული ოცნების დეპუტატების სია, რომლებმაც მწვანე ღილაკს არ დააჭირეს:

1. ირაკლი აბუსერიძე;
2. ანზორ ბოლქვაძე;
3. გიორგი გაჩეჩილაძე;
4. ნინო გოგუაძე;
5. ისკო დასენი;
6. გოჩა ენუქიძე;
7. მუხრან ვახტანგაძე;
8. გიორგი თოთლაძე;
9. კობა კობალაძე;
10. ლევან კობიაშვილი;
11. გიორგი კოპაძე;
12. კობა ლურსმანაშვილი;
13. იოსებ მაკრახიძე;
14. გენადი მარგველაშვილი;
15. გოგი მეშველიანი;
16. ენზელ მკოიანი;
17. დიმიტრი მხეიძე;
18. პაატა მხეიძე;
19. თამაზ ნავერიანი;
20. ილია ნაკაშიძე;
21. ბექა ოდიშარია;
22. კახა ოქრიაშვილი;
23. ზაზა პაპუაშვილი;
24. ირაკლი სესიაშვილი;
25. დავით სონღულაშვილი;
26. ირინე ფრუიძე;
27. ალექსანდრე ქანთარია;
28. მერაბ ქვარაია;
29. ირაკლი შიოლაშვილი;
30. გოდერძი ჩანქსელიანი;
31. ოთარ ჩრდილელი;
32. ზვიად ძიძიგური;
33. არჩილ ხაბაძე;
34. თამარ ხულორდავა;
35. დიმიტრი ხუნდაძე;
36. ვიქტორ ჯაფარიძე.

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს. აღნიშნული პროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.

კანონის მიღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 54 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. კვორუმი იყო 63. კანონპროექტი პარლამენტმა ვერ მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებს ღილაკები აერიათ.
კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები