ქუთლიარში ამბულატორიის მშენებლობა იგეგმება
სოფელ ქუთლიარში ამბულატორიის მშენებლობა იგეგმება. შენობის განთავსება მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ პარკში მოხდება, სადაც თუთის ხეებია გაშენებული. როგორც ჩვენთან საუბარში მერიის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დავით ხარშილაძე ამბობს, ამბულატორიის ასაშენებლად მხოლოდ რამდენიმე ხის მოჭრა მოუწევთ, რომლებიც თითქმის გამხმარია.

ხარშილაძის თქმით,  ამჟამად საპროექტო დოკუმენტის დამუშავება მიმდინარეობს.

თუ რამდენი ლარი დაიხარჯება ახალი ამბულატორიის ასაშენებლად და როდის დაიწყება მშენებლობა, ამას მერიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები