გამოკითხულთა უმრავლესობას ფასიანი პარკირების იდეა არ მოსწონს
მარნეულში ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე იმატებს.  საპარკინგე ადგილების არ არსებობის გამო, მძღოლები იძულებული ხდებიან მავტომობილი ქუჩაში, გზის პირას, აკრძალულ ადგილებზე გააჩერონ. შემდეგ კი პატრული მათ აჯარიმებს. თბილისში ამ მიმართულებით ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება.  გარკვეულ ადგილებზე პარკინგი ფასიანი ხდება.

ჩვენ გადავწყვიტეთ ადგილობრივებში გამოკითხვა ჩაგვეტარებინა.  მძღოლების უმრავლესობა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ქალაქში ცალკე საპარკინგე ზონები უნდა არსებობდეს, ზოგიერთი მათგანი კი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება.

„გადასახდის გარეშე რომ იყოს კარგი იქნებოდა. მარნეულში ცხოვრება რთულია ფული არ გვაქვს. ოჯახს ძლივს ვარჩენთ“

„ჩვენ ეს არ გვაწყობს. სამუშაოც არ არის, რითი გადავიხდით. აქ დიდი ტერიტორიაც არ არის გასაჩერებლად.“

„პარკინგი ყველგანაა მაგრამ 50 თეთრი ან 1 ლარი ღირს ჩვენ რა სარგებელი გვაქვს. პარკინგი რომ შექმნან 2 საათის გამო, 2 ლარს დააწესებენ. 3 საათი გააჩერებ ავტომობილს და ავტომატურად 6 ლარს დაწერს. ჩვენთვის არანაირი სარგებელი არაა მანდ. უფასოდ ვაჩერებთ და ვდგავართ.“

„კარგია ფასიანი რომ იყოს. ხანდახან ვხედავ ისეთ ადგილებზე აჩერებენ სადაც ზოლებია და ქვეითმა უნდა გაიაროს. პარკინგისთვის ადგილი რომ იყოს მანდ გააჩერებენ და ხელს არ შეგვიშლიან მოძრაობაში“

„ფასიანი უნდა გახდეს, ასე მანქანების რაოდენობაც შემცირდება. საჭიროა თუ არა ყველას მანქანა ჰყავს“ - ამბობს მოსახლეობა.


აღსანიშნავია, რომ თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესის საპილოტე მოდელი, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. კალაძის თქმით, პირველი ადგილი, სადაც საათობრივი პარკინგის საპილოტე მოდელი ამუშავდება კოტე აფხაზის ქუჩაა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები