მარნეულის მერია 112 სანაგვე კონტეინერს შეიძენს
მარნეულის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ 112 სანაგვე კონტეინერის შესაძენად 84 560 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, სანაგვე კონტეინერები დიდი მოცულობის იქნება და ის მოთუთიებული ფოლადისაგან იქნება დამზადებული. სავარაუდოდ, ფოლადის ურნების შეძენა მუნიციპალიტეტმა პლასტმასის ურნების ადვილადაალებისა და განადგურების გამო გადაწყვიტა, რადგან ურნები, რომლის შეძენასაც მუნიციპალიტეტი ახლა აპირებს ცეცხლგამძლე იქნება.

როგორც ჩვენთან საუბრისას „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ თქვა, ახალი ურნების განთავსებას მარნეულის ცენტრალურ ქუჩებზე აპირებენ, რათა ქალაქის იერსახე გაუმჯობესდეს, ხოლო ძველ ურნებს სოფლებში გადაანაწილებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული ტენდერი 5 აპრილს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს კი სატენდერო წინადადებების წარდგენა 13-დან 15 აპრილამდე შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google