ქართულენოვან სკოლებში ექსტერნატის გამოცდაზე ექვსივე მოსწავლე ჩაიჭრა
მარნეულში ცენტრალიზებულ ექსტერნატის გამოცდებში მოსწავლეთა 100% ჩაიჭრა. როგორც ჩვენთან საუბარისას მარნეულის რესურს ცენტრის დირექტორმა, ქენან ომაროვმა განაცხადა, ცენტრალიზებულ გამოცდაზე მარნეულის მასშტაბით 6 მოსწავლე დარეგისტრირდა და გამსვლელი ქულა ვერც ერთმა  მოაგროვა.

როგორც რესურს ცენტრში განმარტავენ, ცენტრალიზებული ექსტერნატის გამოცდები მხოლოდ ქართულენოვან სკოლებში, 12-ე კლასელებისთვის  ტარდება და შეკითხვები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მოდის.

არაქართულენოვანი სკოლებისთვის კი კითხვებს ექსტერნატის გამოცდისთვის სკოლები ~ თავად ადგენენ. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია თუ რამდენმა პროცენტმა ჩააბარა ექსტერნატის გამოცდები არაქართულენოვან სკოლებში. ამის შეახებ ინფორმაციას მარნეულის საჯარო სკოლები რესურს ცენტრში გადააგზავნიან.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები