საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს
დღეს,  თბილისში,  9 აპრილისადმი  მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. რელიგიური მოღვაწეების მონაწილეობით ღონისძიება ერთ-ერთ სასტუმრო გაიმართა.

ღონისძიების დაწყებამდე, მონაწილეებმა 9 აპრილს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს  და პარლამენტის შენობის წინ მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„თავისუფლებისთვის და სამშობლოსთვის თავგანწირვა“  გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრებმა, რელიგიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილი მიაგეს.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისტორიული მომენტები გაიხსენეს და ორ ქვეყანას შორის არსებული მსგავსი ტრაგედიას ხაზი გაუსვეს. 9 აპრილის მსგავსი ტრაგედია აზერბაიჯანში, 20 იანვარს მოხდა.

ღონისძიების დასასრულს ქვეყანას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება უსურვეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები