მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
დღეს, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის თანამშრომლებმა მარნეულში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიების მონაწილეობა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და 9 აპრილის მოვლენების შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები