მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი რეგისტრაციაში ხელის შეშლაში მარნეულის საარჩევნო კომისიას ადანაშაულებს

ალი ბადიროვი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. აღნიშნული ინფორმაცია ბადიროვმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართა. როგორ ჩვენთან საუბარში ალი ბადიროვი ამბობს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ეწინააღმდეგებოდა იმ ფაქტს, რო ის თავად იყო ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი

"ბევრგან არის ჩემი ხელმოწერა. ანუ მე ვაგებ პასუხს, რომ ხელმოწერები შედგენილია სწორად, ჩემი ხელ მოწერა არ არის რაიმე დარღვევა. იქ დათვლის პროცესს ჩემი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა და ასეთი რაღაც უთხრეს, რომ ამას როგორ ჩაგითვლით, დამოუკიდებელ კანდიდატს თვითონ არ აქვს უფლება ხელი მოაწეროსო. მოვითხოვ რამე დოკუმენტი მაჩვენონ, სადაც ეს არის გაწერილი. სინამდვილეში ეს დარღვევა არ არის და ამის გამო ვერ უნდა შემზღუდონ.“ - ამბობს ბადიროვი



აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ პოზიცია შეიცვალა და ამბობს, რომ ალი ბადიროვის საინიციატივო ჯგუფის ხელმოწერებს მიიღებენ, მაგრამ კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის ხელმოწერები მიიღონ, თუმცა ცესკო ხელმოწერებზე  პასუხისმგებელ პირად არც თავად კანდიდატს გამორიცხავს. არც უშუალო კანდიდატის მო

„კანონით, ხემოწერებზე პასუხისმგებელი პირი არის საინიციატივო ჯგუფის წევრები და არა კანდიდატი, მაგრამ რახან სხვა ოლქებშიც იყო ასეთი პრეცედენტი ვღებულობთ ჩვენ ამ ხელმოწერებს. არანაირი პრობლემა არ იქნება, სიები მიღებულია,  საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები მოტანილი აქვთ, მოწმდება თუ რამე ხარვეზი დაფიქსირდა, ორი დღე მიეცემათ, რომ გამოასწორონ ხარვეზი და შემდეგ ჩვეულებრივად დარეგისტრირდება. რატო ქმნიან პრობლემას. ვიდრე სადღაც ცხელ ხაზზე დარეკავენ და რადიოში დარეკავენ, შეიძლება ჩემთან დარეკონ და ავუხსნა ყველაფერი. - გვეუბნება იაკობ ასანიძე

ბადიროვი იმასაც  ამბობს, რომ მის ბევრი მხარდამჭერის დაშინება მოხდა, თუმცა კონკრეტულად ვინ დგას ამის უკან ჯერჯერობით საუბარი არ სურს, თუმცა დარწმუნებით ამბობს, რომ მისი დამოუკიდებელ კანდიდატად მოსვლა გარდაუვალია.

ბადიროვი ჯერჯერობით ის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც მარნეულის მერობა სურს.  მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება
Print