თეზექენდში ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულემ ფეხი დაკარგა
მარნეულის სოფელ თეზეკენთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას მარნეულის ტელევიზია ავრცელებს. მათი ცნობით, მანქანა ქვეითს დაეჯახა.
დაზარალებული მარნეულში მდებარე ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს, როგორც რადიოსთვის გახდა ცნობილი ავარიის დროს ქვეითს ფეხი მოეკვეთა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ავარიის შდეგად ორი პირია დაშავებული. სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლით აღიძრა რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.



რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები