ზაურ დარგალი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თითოეული ოჯახის წევრი გახდება
დღეს, 13 აპრილს, მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ოფიციალურად წარადგინა.

როგორც ჩვენთან საუბარში დარგალი ამბობს, გეგმები ბევრი აქვთ, რომელიც მარნეულის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„გვაქვს იდეები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ახალი ინოვაციური იდეები, რაც თითო სოფლის და ქალაქის განვითარებას ეხება. აქტიურად ვართ პროცესში ჩართული და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მედიასაშუალებებიც აქტიურად იქნებიან ჩართული საარჩევნო პერიოდის გაშუქების პროცესში“ - თქვა ზაურ დარგალმა

ზაურ დარგალმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მარნეულის გაძლიერებას და განვითარებას დაჰპირდა.

„ის პროექტები, რომელიც წლებია ხორციელდება, ჩვენ განხორციელებას დავაჩქარებთ და ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი“- თქვა ზაურ დარგალმა

მარნეულში მერობის კანდიდატმა პარტია „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადაუხადა  „რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა კაცს, უშუალოდ ვიყო ჩართული ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში“ - თქვა ზაურ დარგალმა


Print