მარნეული-სადახლოს გზაზე მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა
14 აპრილს, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება მიმდნარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Print