მერია მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანულ ენაზე მათი საქმიანობის გასაშუქებლად ტელევიზია საკმარის როლს ასრულებს
უკვე მეშვიდე თვეა, რაც მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აზერბაიჯანულად გადათარგმნილი სიახლეები და განცხადებები აღარ გვხვდება.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის მერიას ჩვენ ოფიციალური წერილი მივწერეთ.

კითხვაზე „რატომ აღარ ვრცელდება მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე გადათარგმნილი ინფორმაცია“  - პასუხი ტრადიციულად, თითქის არაფრის მომცემია და წერილიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ მერია ხელსუწყობს სხვადასხვა ეთნოსის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლას, ასევე ეთნიკური უმცირესობის ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

რაც შეეხება უშუალოდ მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ აზერბაიჯანულად გადათარგმნილი ინფორმაციის გავრცელებას,  როგორც ჩანს, მერიამ ამ კონტექსტში საჭიროდ მხოლოდ მარნეულის ტელევიზიის არსებობა მიიჩნია, რომელთან ურთიერთობაც მუნიციპალიტეტს ხელშეკრულებით აქვს გაწერილი. ჩვენს   დასმულ კითხვას კი, რაც თავისთავად მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მოიაზრებს, პასუხის გაცემას თავი ხელმეორედ აარიდეს.

მერიიდან მოსული წერილის პასუხს  უცვლელად გთავაზობთ:

„ადგილობრივი თვითმმართველობა მუდმივად ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ურთიერთთანაცხოვრების როლს, ასევე, ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისთვის არსებულ საჭიროებებს. ხელს უწყობს მათ მიერ, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლას, ასევე ეთნიკური უმცირესობის ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის გავრცელებას, გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ტელეკომპანია „მარნეული ტვ“- სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების სისტემატურ გავრცელებას ტელეკომპანიის ეთერის საშუალებით, როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენებზე“

უნდა აღინიშნოს იცის, რომ ტელევიზია ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საკრებულოს სხდომებს აშუქებს, მაგრამ ისიეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა საკრებულოს სხდომის ანონსი, დაგეგმილი ღონისძიებები, და ა.შ ტელლევიზიის მხრიდან არ ვრცელდება, რის გამოც, აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას მუნიციპალიტეტის სამუშაო პროცესთან წვდომა ეზღუუდება.


შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერია მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2018 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ აღარ ავრცელებს.

როგორც ჩვენთან საუბარში ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC_ – ის თანასწორობის პროგრამის პროექტის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ამბობს, მუნიციპალიტეტს პოზიტიური ვალდებულია გააჩნია საკუთარი მოსახლეობის მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე გაავრცელოს. ამის შეუსრულებლობა კი ინტეგრაციის პრობლემას იწვევს.

„მე ვფიქრობ, სწორედ ეს იწვევს იზოლაციას ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების. გამოდის, რომ სახელმწიფო მათ არ ელაპარაკება, სახელმწიფო მათ არ უზრუნველყოფს მიმდინარე პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარებით, რაც ცხადია, არის პირველადი მიზეზი იზოლაციის და ინტეგრაციის პრობლემის ამ რეგიონში.“ - ამბობს მიქელაძე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები