ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა დაიწყო
ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის
ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
ბაღი, რომელიც 200-მდე აღსაზრდელს იტევს, გასული
წლის ოქტომბერში გაიხსნა და წყლის პრობლემას დღემდე უმკლავდებიან.
როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი,
ზაურ ქარამოვი ამბობს, ჭაბურღილის მოსაწყობად ტენდერი მერიამ
გამოაცხადა.
„ალგეთის საბავშვო ბაღში წყალს კერძო კომპანიისგან
იღებდნენ დისპენსერის საშუალებით, ხოლო ტექნიკურ წყალს ერთ-ერთი
მშობლის სახლიდან, ჭიდან იღებდნენ“ - ამბობს
ქარამოვი.
ბაღისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად მუნიციპალიტეტი 42 937 ლარამდე
დახარჯავს.