ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა დაიწყო
ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს. ბაღი, რომელიც 200-მდე აღსაზრდელს იტევს, გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა და წყლის პრობლემას დღემდე უმკლავდებიან. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ჭაბურღილის მოსაწყობად ტენდერი მერიამ გამოაცხადა.

„ალგეთის საბავშვო ბაღში წყალს კერძო კომპანიისგან იღებდნენ დისპენსერის საშუალებით, ხოლო ტექნიკურ წყალს ერთ-ერთი მშობლის სახლიდან, ჭიდან იღებდნენ“ - ამბობს ქარამოვი.

ბაღისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად მუნიციპალიტეტი 42 937 ლარამდე დახარჯავს.

Print