კიდევ ერთი სარკინიგზო ავარია მარნეულში
16
აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო
გადასასვლელზე ავარია მოხდა.
რადიო მარნეულის ინფორმაციით 22:30 საათზე ,
მსუბუქ ავტომობილს მატარებელი შეეჯახა. მძღოლს რკინიგზაზე
გადასვლილას ავტომობილი გაუფუჭდა. მანქანიდან გადმოსვლა სწრაფადვე
მოახერხა.
როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
ავარიის დროს არავინ დაშავებულა.
„ადმინისტრაციულია და გამოძიება არ იწყება“ - გვითხრეს შსს-ში
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მარნეულში ეს უკვე მეხუთე
სარკინიგზო შემთხვევაა. აქედან ოთხი მსხვერპლით დასრულულდა მათ შორის,
ერთს ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
ამავე თემაზე:
ოთხი
გარდაცვლილი ერთ წელიწადში - სარკინიგზო ავარიები
მარნეულში