სიახლე
კიდევ ერთი სარკინიგზო ავარია მარნეულში
16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო გადასასვლელზე  ავარია მოხდა. რადიო მარნეულის ინფორმაციით 22:30 საათზე ,  მსუბუქ ავტომობილს მატარებელი  შეეჯახა.  მძღოლს რკინიგზაზე გადასვლილას ავტომობილი გაუფუჭდა. მანქანიდან გადმოსვლა სწრაფადვე მოახერხა. 

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის დროს არავინ დაშავებულა.

„ადმინისტრაციულია და გამოძიება არ იწყება“ - გვითხრეს შსს-ში

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მარნეულში ეს  უკვე მეხუთე სარკინიგზო შემთხვევაა. აქედან ოთხი მსხვერპლით დასრულულდა მათ შორის, ერთს  ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. 

ამავე თემაზე:

ოთხი გარდაცვლილი ერთ წელიწადში - სარკინიგზო ავარიები მარნეულში




| Print |