მარნეულის საოლქომ ალი ბადიროვი დამოუკიდებელ კანდიდატად დაარეგისტრირა
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა.

„995 ხელმოწერა რომ დაითვალეს, შემდეგ მიიღეს რეგისტრაციაში გატარების გადაწყვეტილება. დღეს ასევე მომანიჭეს ნომერი და 42 ნომრით ვიქნები წარმოდგენილი“- გვითხრა ბადიროვმა

ალი ბადიროვი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ  მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ეწინააღმდეგებოდა იმ ფაქტს, რომ ის თავად იყო ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი.

ამ დროისთვის მერობის 4 კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. მათ შორის, ბადიროვი ჯერჯერობით ის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც მარნეულის მერობა სურს. მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

Print