მარნეულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დღე აღნიშნეს
დღეს, 18 აპრილს, მარნეულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დღე აღნიშნეს. კულტურის სახლში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მარნეულში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი. ეს დღე მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლმა ელგუჯა კუპატაძემ მნიშვნელოვნად შეაფასა და დამსწრეებისთვის მარნეულში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ისაუბრა

„კულტურული მემკვიდრეობა ეს არის ჩვენი იდენტობის განმასახიერებელი მოვლენა. რაც ჩვენმა წინა თაობებმა ოდითგანვე შექმნნა.  კულტურული მემკვიდრეობები, არქიტექტურული ძეგლები და ა.შ. ეს ყველაფერი  მემკვიდრეობით დარჩა ჩვენს ქვეყანას და მას დაცვა სჭირდება. ამისათვის სახელმწიფომ შექმნა შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს და თვითმმართველობაშიც არის ამის სამსახური“- ამბობს ელგუჯა კუპატაძე.

დღევანდელ ღონისძიებას მუნიციპალიეტეტის ახალგაზრდობა ესწრებოდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები