ალგეთში შიდა გზების რეაბილიტაცია 2019 წელს არ იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამირტიზებული შიდა გზები მოსახლეობისთვი ახალი პრობლლემა არ არის.
თავიანთი წუხილის ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიტანას ხან არჩევნების პერიოდში ცდილობენ, ხან წერილით მიმართვა უწევთ მერიაში.

ალგეთში მცხოვრებმა სამირა ბაირამოვამ დაახლოებით 4 წლის წინ, ოფიციალური წერილის საფუძველზე შესჩივლა თვითმმართველობას, რომ შიდა გზები დაეგოთ, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, რასაც სამირას მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოც მოწმობს.

მოსახლეობას ზაფხულში მტვერი, ხოლო ზამთარში წვიმის გუბეები და ტალახიანი გზა აწუხებს. მოასპალტებული გზით სიარული მხოლოდ ალგეთის ცენტრალურ გზაზეა შესაძლებელი, როგორც მარნეულის მერიაში განმარტავებნ, ალგეთელების პრობლემას ვერც წელს მოაგვარებენ, ვინაიდან, ამ მიმართულებით 2019 წელს სასიკეთო არაფერი იგეგმება.

გარეკანის ფოტო აღებულია სამირა ბაირამოვას ფეისბუქ გვერდიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები