მარნეულის მერობისთვის 16 კანდიდატი დარეგისტრირდა
მარნეულის მერად გახდომის სურვილი 16-მა კანდიდატმა გამოთქვა. მარნეულის მერის კანდიდატების რეგისტრაცია დღეს, 19 აპრილს, დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს 16:00 საათამდე დარეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობა 13 იყო.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

ამ დრომდე რადიო „მარნეულისათვის“ მხოლოდ 5 მერობის კანიდატის ვინაობაა ცნობილი. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი, „ევროპული საქართველოს“ კანდიატი ახმედ იმამკულიევი, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიატი აგილ მუსტაფაევი, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი ლეილა ხარაიშვილი და დამოუკიდებელი კანიდატი ალი ბადიროვი დაუპირისპირდებიან.

რადიო „მარნუელი“
Print