საიას შეხვედრას, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, მარნეულის არც ერთი მერობის კანდიდატი არ დაესწრო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, მარნეულის მერობის არც ერთი კანდიატი არ დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ყველამ თანხმობა განაცხადა,

საიას მარნეულის მერობის კანიდატებთან ან მათ წარმომადგენელბთან შეხვედრა წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პრობლემატური საკითხების გასაგებად უნდა ჩაეტარებინა.

„შეხვედრის მიზანს ძირითადად წარმოადგენდა კანდიდატებისაგან ან მათი წარმომადგენლებისაგან იმ პრობლემების მოსმენა, რაც შესაძლებელია რომ ფიქსირდებოდეს არჩევნებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში.“ - გვითხრა საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის რუსთავის ოფისის წარმომადგენელმა, გვანცა საკანელაშვილმა

საკანელაშვილი ასევე განმარტავს, რომ შეხევდრაზე დასასწრებად 10-მდე კანდიდატს დაუკავშირდნენ.

„დაახლოებით 10-მდე კანდიდატს დავუკავშირდით, ვისი საკონტაქტო ინფორმაციაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო. დასწრება ყველა კანდიატმა დაგვიდასტურა. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ დავუკავშირდით კანდიდატებს და მათ გვითხრეს, რომ თუ შესაძლებელი იქნება მათი წარმომადგენლები მოვლენ შეხვედრაზე. თავად კანდიატები ვერ ახერხებენ მოსვლას.“ - ამბობს გვანცა საკანელაშვილი

მარნეულის მერის კანიდატებთან შეხვედრა დღეს, 22 აპრილს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 11:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები