დავით სერგეენკო ზაურ დარგალთან ერთად მარნეულის სამედიცინო პერსონალს შეხვდა
დღეს, 7 მაისს პარტია ქართული ოცნების მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად მარნეულის სამედიცინო პერსონალს შეხვდა მოისმინეს ის ძირითადი პრობლემები , რაც ექიმებს აქვთ. 

„პრობლემები, რომელიც ყოველთვის არის ხოლმე ამ მიმართულებით, საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევას იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე სიკეთე და მხარდაჭერა მივიდეს მაქსიმალურად“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.


შეხვედრაზე სერგეენკომ ასევე ისაუბრა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებში, როგორიც არის თუნდაც ქრონიკული მედიკამენტები და აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის თანამშრომლობის გარეშე ამ პროექტის ეფექტური მართვა შეუძლებელია.

დამსწრემ დასვა კითხვა იმ ამბულატორიებთან დაკავშირებით, რომლებიც სოფალებშია და რიგ შემთხვევებში არც ადგილობრივი ხელისუფლების და არ ცენტრალური ხელიისუფლების ბალანსზე არაა.  კომუნალური ხარჯების გადახდა კი ექიმებს თავად უწევთ. დავით სერგეენკომ მარნეულის სამედიცინო საზოგადოებას უთხრა, რომ არსებობს, გეგმა რომლის მიხედვითაც ექიმებს აღარ მოუწევთ თანხების გადახდა და დაწესებულებას მუნიციპალიტეტი აიყვანს საკუთარ ბალანსზე.


ზაურ დარგალმა შეხვედრა მნიშვნელოვნად შეაფასა და სამედიცინო სფეროში განვითარება დააანონსა.

შეხვდრა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შედგა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს, 7 მაისს, ზაურ დარგალმა რადიო მარნეულთან სტუმრობისას განაცხადა, რომ მინისტრები მარნეულში მისი თხოვნით ჩამოდიან და შეხვედრებს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან მართავენ. 






Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები