8 მაისს რადიო „მარნეულის“ სტუმარი „ძალა ერთობაშიას“ მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი იქნება
რადიო „მარნეულის“ ეთერში წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლი დაიწყო.

დღეს, 8 მაისს, 18:00 საათზე რადიო „მარნეულის“ სტუმარი გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი იქნება.

8 მაისს, FM 96,9-სა და რადიო „მანრეულის“ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით, გავიგებთ, თუ რას ჰპირდება აგილ მუსტაფაევი მარნეულელ ამომრჩეველს, როგორია მისი წინასაარჩევნო პროგრამა და რაა ის ძირითადი გამოწვევები რომლებიც, კანდიდატის აზრით, პირველ რიგში უნდა გადაიჭრას.

რადიო „მარნეულის“ მსმენელებს ფეისბუქ ლაივის მეშვეობით შეეძლებათ კითხვები დაუსვან კანდიდატს მათთის სასურველ საკითხებთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები