ქალაქ შუშას დაპყრობის 27-ე წლის აღსანიშნავად მარნეულში ღონისძიება ჩატარდა
დღეს, 8 მაისს, მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში ქალაქ შუშას დაპყრობის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დაკარგული სამოთხე“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი აიგულ ისაევა, ცენტრის მასწავლებლები, სტუდენტები და ასევე მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

აიგულ ისაევამ აღნიშნა, რომ ღონისძიების ძირითადი მიზანი ახალგაზრდებისთვის წარსულის გაცნობაა.

ღონისძიების დროს შუშუის დაპყრობიდან დღემდე არსებული ფოტოები ვიდეო რგოლად წარადგინეს.
შეგახსენებთ რომ 1992 წლის ამ დღეს ქალაქი შუშა სომეხი ძალოვანი სტრუქტურების მიერ იყო დაპყრობილი.

შუშას დასაცავად ბრძოლაში 195 კაცი დაიღუბა, 165 დაიჭრა, 58 კაცი ტყვედ აიყვანეს.
შუშაში სახელმწიფოს მიერ დაცული 248 ისტორიული ძეგლი, 8 მუზეუმი, ერთი ხატვის გალერეა, 8 მუსიკალური სკოლა, ათობით კულტურული ობიექტი დაპყრობის ქვეშ დარჩა. შუშის დაპყრობის დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუბა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები