სიახლე
მარნეულში 9 სამამულო ომის ვეტერანს 250 ლარი ფულადი დახმარება გადასცეს
დღეს, მარნეულში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სამამულო ომში მონაწილე ვეტერანებს დღევანდელი დღე პირადად მიულოცეს, სასაჩუქრე კალათა და 250 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება გადასცეს. მარნეულის მასშტაბით სულ 9 სამამულო ომის ვეტერანია.

სადახლოში, კაჩაგანში შაუმიანა და ქვემო სარალში სამამულო ომში გარდაცვლილთა მემორიალები ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი საქართველოში ოფიციალურად 1946 წლიდან აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ერთჯერადად გასცემს ფულად დახმარებას 600 ლარის ოდენობით საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის. ასევე, ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრისთვის – 300 ლარს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თამარისის მოსახლეობამ სოფლის ცენტრალური გზა
სატვირთოებისათვის გადაკეტა.
თამარისის მოსახლეობამ სოფლის ცენტრალური გზა სატვირთოებისათვის გადაკეტა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ
სააკაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას
იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მიდის.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მიდის.
ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა
გაიმართა.
ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა გაიმართა.
შაუმიანის N1 საჯარო სკოლა ორ
შენობაშია განთავსებული.
შაუმიანის N1 საჯარო სკოლა ორ შენობაშია განთავსებული.
“გადაჭრილი გორა “ - ასე ჰქვვია ადგილს მარნეულში,
რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანი
გახდა.
“გადაჭრილი გორა “ - ასე ჰქვვია ადგილს მარნეულში, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანი გახდა.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ
თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები
მოწესიგდება.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები მოწესიგდება.

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი
ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა
და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს
დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო
გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ
ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.