სააპელაციო სასამართლომ იმამ ალის მეჩეთის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
იმამ ალის მეჩეთს საფუძველი 1739 წელს ჩაეყარა. 2000 წელს კი მარნეულის მცხოვრებლებმა ააშენეს. ადგილობრივებმა მეჩეთი ოფიციალურად არ გააფორმეს. 2011 წელს კი მეჩეთს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ „უპატრონო“ საკუთრება დაარქვეს და მოსახლეობისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია. შემდეგ კი საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მეჩეთი 49 წლით პირად მმართველობაში აიყვანა.

მარნეულის მცხოვრებლებმა ეს ამბავი გააპროტესტეს და 2014 წელს სასამართლოს მიმართეს. ისინი მეჩეთის სახელმწიფოს ბალანსიდან გაუქმებას და ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ. 2018 წელს კი თბილისის სასამართლომ საბჭოს მიერ მიმართვა საფუძვლიანად ჩათვალა და მეჩეთის მუსლიმთა სამმართველოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

2019 წლის 8 მაისს კი საბჭოს მიმართვით სააპელაციოს სასამართლო საკითხით დაინტერესდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა, მეჩეთი მუსლიმთა სამმართველოს ბალანსიდან აიღეს და იჯარით ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანეს. საკითხის ახლიდან შესწავლას და გადაწყვეტილების მიღების ინიციატივით გამოვიდნენ.

რადიო მარნეულთან საუბრის დროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს უფროსი და შეიხი მირთაგი ასადოვი ამბობს რომ მოსახლეობამ მეჩეთის აშენების დროს ოფიციალური რეგისტრაცია არ ჩათვალეს საჭიროდ იმიტომ , რომ მეჩეთი ხალხს ემსახურება და მოსახლეობის რწმენა თუ არსებობს რეგისტრაცია არაა საჭირო. თავადვე თქვა, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების გაუქმება, მხარეების შესწავლა და საკითხის ახლიდან გადახედვა შესათავაზა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები