ყიზილაჯლოში მეპატრონეს 130-დე მსხვილფეხა პირუტყვი დაეხოცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ილგარ გახაჯოვს 130-მდე მსხვილფეხა პირუტყვი დაეხოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის ტელევიზია ავრცელებს. როგორც „მარნეული ტვ“- თან მიცემულ ინტერვიუში დაზარალებული ამბობს, საქონლის დახოცვის მიზეზი ვეტ-აფთიაქში ნაყიდი წამალი გახდა, რითაც პირუტყვი დაბანეს. მეპატრონის ზარალი დაახლოებით 20 000 ლარს შეადგენს.

ადგილზე მისული იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და თქვეს, რომ საქონლის სრული განადგურება უნდა მოხდეს.

ყიზლაჯლოში იმყოფებოდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, რომელიც დაზარალებულს დაჰპირდა, რომ საკითხს შესაბამის უწყებებამდე აუცილებლად მიიტანს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები