მანრეულში 5 თვიანი დასაქმების პროგრამა იწყება
მანრეულში 5 თვიანი დასაქმების პროგრამა
იწყება
.
პროგრამის ფარგლებში, 25 შერჩეულ მონაწილეს ჩაუტარდებათ ტრენინგები
კვირაში 3-ჯერ 3 საათის განმავლობაში.
დასაქმების პროგრამის მიზანია სამუშაოს მაძიებელი ადგილობრივი და
დევნილი მოსახლეობისთვის იმ უნარების განვითარება, რომლებიც მათ
სამუშაოს მოძიებაში დაეხმარება.
პროგრამის ფარგლებში ტრენინგები შემდეგ თემებზე ჩატარდება:
** CV/რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა
** გუნდური მუშაობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** პრეზენტაციისა და გასაუბრების ტექნიკები
** სოციალური ქსელები სამუშაოს მაძიებელთათვის
** დროის მართვა
** ემოციური ინტელექტი
** მოტივაცია
** პერსონალური ბრენდი
პროგრამაში მონაწილეობისათვის განცხადებების მიღების ბოლო ვადა 24
მაისია. ონლაინ აპლიკაცია და საინფორმაციო შეხვედრების განრიგი იხილეთ
ბმულზე:
აპლიკაციის ფორმა
პროგრამა მარნეულის გარდა ასევე თბილისში, ფოთში და ზუგდიდში
განხორციელდება.
რადიო „მარნეული“