უსიმღერო ინდური ფილმი, უსიმღერო არჩევნები მარნეულში - ორი რამ რისი წარმოდგენაც შეუძლებელია
ხომ გახსოვთ, რომ მარნეულში „არჩევნები ბნელია და საშინელებებით აღსავსე“ . დიახ, დიახ, ზუსტად ასეა, მაგრამ ახლა მოდით არჩევნებს მეორე მხრივ შევხედოთ და ლამაზ, ნათელ და ბრჭყვიალა ფერებში დავინახოთ, ნუ თან „კარგ“ სიმღერებსაც მოვუსმინოთ.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ლამაზ, ნათელ, ბრჭყვიალა ფერებზე და კარგ სიმღერებზე ინდური ფილმები და სერიალები მახსენდება. აი ის სცენები, სადაც უამრავ სხვადასხვა ფერის სარიში გამოწყობილი მსახიობები ცეკვავევნ და მღერიან.




ალბათ დაგაინტერესებთ რა კავშირია მარნეულის არჩევნებსა და ინდურ ფილმებს შორის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დრამა, ხოლო შემდეგ ის მშვენიერი სიმღერები და კლიპები, რომლითაც მერის კანდიდატები გვანებივრებენ.

გუშინ კიდევ ერთმა კანდიდატმა, ალი ბადიროვმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სიმღერის კლიპი გამოაქვეყნა. სიმღერაში კი, არც მეტი არც ნაკლები, მას ასხამენ ხოტბას და აზერბაიჯანულ ენაზე გვიყვებიან თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მარნეულელებმა ალის მხარი.




წელ
ს არჩევნების მოახლოებასთან ერთად ყველას გვეგონა, რომ ახალ სიმღერას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ზაურ დარგალისაგან მოვისმენდით. მარნეულში ყველაზე ცნობილმა წინასაარჩევნო სიმღერების ავტორმაც კი დაგვიდასტურა, რომ ტექსტი უკვე დაწერილი ჰქონდა, მაგრამ მმართველ პარტიას დამოუკიდებელმა კანდიდატმა გადაუჯოკრა და ახლა მარნეულის არჩევნებს ალი ბადიროვის სიმღერა დაემატა. (ახმედ იმამკულიევის არ გვეყოფოდა ვითომ)

ბადიროვის ვიდეო გუშინ ჩემმა უფროსმა საერთო ჩატში ჩააგდო და თან დაწერა, რომ მარნეულში არჩევნები ინდური სერიალებივითააო, თუ არ იმღერე მოკვდები. მესიჯზე კარგად ვიცინე და შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი უფროსი მართალია.

მარნეულში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას, ბოლო წლებია, კანდიდატებისათვის სიმღერების დაწერა ტენდენციად იქცა. პირველი ასეთი შემთხვევა 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა. ახმედ იმამკულიევის სიმღერაზე, რომელიც ახლა მერობისათვის იბრძვის, მარნეულელმა რეპერმა აფიკ ნოვრუზოვმა („ნატომ“) იმუშავა.




მარნ
ეულელები ამ სიმღერას ადვილად იცნობენ. მესამე წელია რაც არჩევნებზე ეს მელოდია ყოველდღიურად ელამუნება თითოეული ჩვენგანის ყურებს, მომღერალი მანქანა კი დადის და დადის.

„ნატოს“ მხოლოდ იმამკულიევის სიმღერაზე არ უმუშავია. მისი შემოქმედების კიდევ ერთი მაგალითი მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვისათვის მიძღვნილი სიმღერაცაა. რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დაიწერა.




201
7-ში აბაზოვის გამარჯვებას მარტო ამ სიმღერას ვერ მივაწერთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც შედეგი მაინც გამოიღო, სხვა თუ არაფერი კლიპი მოსაგონებლად მაინც გვექნება.

ჩემი აზრით, ამ კლიპებსა და სიმღერებში, რომლებიც მერის კანდიდატებს ხოტბა დიდებას ასხავს, დიდი დოზით ნარცისიზმია ჩადებული. აბა კანდიდატს, რომელსაც მერობა სურს, დადის ამომრჩევლებთან, ატარებს შეხვედრებს და აცნობს თავის გეგმებსა და ხედვებს რაღაში უნდა დასჭირდეს ისეთი სიმღერის შეთხზვა, რომელშიც არც მის გეგმებზეა საუბარი და არც იმაზე, თუ როგორ აპირებს მუნიციპალიტეტის განვითარებას.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატების სიმღერები აზრს მოკლებულია, შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ ჩემთვის ინდური სერიალებიც აზრსაა მოკლებული, რის გამოც მარნეულის არჩევნებსა და ინდურ სერიალებში კიდევ ერთ დიდი მსგავსებას ვხედავ.


Print