მარნეული
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მარნეულში სტუმრობისას ქვემო ქართლის გაზრდილ ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება

დღეს, 14 მაისს,  საქართველოს ვიცე-პრემიერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი  მარნეულს ესტუმრა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად მოინახულეს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. დაათვალიერეს მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები.

„არის ძალიან ინტენსიური სამუშაოები მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტზე. რეგფონდის პროექტების მიმართულებითაც ინტენსიური დინამიკაა და ახლა მდინარე დებედას კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოების ადგილას ვიმყოფებით, სადაც  უკვე ძალიან მალე დასრულდება სამუშაოები. ორ კილომეტრიანი მონაკვეთია და მისი მნიშვნელობა ერთის მხრივ სტიქიის პრევენციას ემსახურება, მეორეს მხრივ აქ მცხოვრები ადამიანების სასოფლო-სამეურნეო მიწების დაცვას შესაძლო სტიქიებისგან.“- თქვა მაია ცქიტიშვილმა

მაია ცქიტიშვილის თქმით, წელს, ქვემო ქართლს ბევრად უფრო გაზრდილი დაფინანსება აქვს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. დაახლოებით 55 მილიონი ლარის პროექტებია, რომლის დიდი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით იხარჯება.

სოზარ სუბარმა დღევანდელი დღე  მნიშვნელოვნად შეაფასა.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება ქვემო ქართლში და კონკრეტულად მარნეულში. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ  38 000  ოჯახს ორ წელიწადში ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა ამ რეგიონში.“ -თქვა სოზარ სუბარმა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა თქვა, მარნეულში ძალიან ბევრი პროექტებია კიდევ სანახავი, რომელსაც ეტაპობრივად მოინახულებენ.

„მოვინახულეთ ძირითადად ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რაც რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. ძალიან მასშტაბური პროექტებია: წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია,  სამი სოფლის აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს გზის მნიშვნელოვანი პროექტი, მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები. ასევე მოვინახულეთ "კიდევაც დაიზრდებიან“, რომელიც კარგი სივრცე იქნება კულტურისა და დასვენებისათვის.“- გვითხრა შოთა რეხვიაშვილმა 

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაზემ თქვა, რომ  დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო და აღნიშნა, რომ  სტუმრებთან ერთად დასახეს მომავალში განსახორციელებელი პროექტების გეგმები


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველმა მირტაგი ასადოვის
საჩივრის საფუძველზე ზოგადი წინადადებით მიმართა პარლამენტარ ემზარ
კვიციანს, რომლითაც მოუწოდა დეპუტატს, მომავალში არ წაახალისოს
დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და დაიცვას
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.
საქართველოს სახალხო დამცველმა მირტაგი ასადოვის საჩივრის საფუძველზე ზოგადი წინადადებით მიმართა პარლამენტარ ემზარ კვიციანს, რომლითაც მოუწოდა დეპუტატს, მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და დაიცვას პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.
საქართველოს სახალხო დამცველმა მირტაგი ასადოვის საჩივრის საფუძველზე ზოგადი წინადადებით მიმართა პარლამენტარ ემზარ კვიციანს, რომლითაც მოუწოდა დეპუტატს, მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და დაიცვას პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.
პირველი თოჯინების თეატრი სოფელ ქვემო სარალის
ბავშვებმა დღეს
პირველი თოჯინების თეატრი სოფელ ქვემო სარალის ბავშვებმა დღეს
დღეს, 9 აგვისტოს, მარნეულის მერმა სოფლე საიმერლოს
მოსახლეობასთან
დღეს, 9 აგვისტოს, მარნეულის მერმა სოფლე საიმერლოს მოსახლეობასთან
“ადით, ნახეთ რა ხდება
თეთრიწყაროს გზაზე. იქ ყოველ დღეს საავარიო სიტუაცია შეიქმნება. გზა
არის, სადაც ორი მანქანა ვერ აუვლის გვერდს, დატოვეს არხი,რომელსაც
დამცავი ჯებირი არა აქვს. ჩავარდება მანქანა და დაღუპულია
მძღოლი
“ადით, ნახეთ რა ხდება თეთრიწყაროს გზაზე. იქ ყოველ დღეს საავარიო სიტუაცია შეიქმნება. გზა არის, სადაც ორი მანქანა ვერ აუვლის გვერდს, დატოვეს არხი,რომელსაც დამცავი ჯებირი არა აქვს. ჩავარდება მანქანა და დაღუპულია მძღოლი" - ეს განცხადება საკრებულოს წევრმა, რიჩარდ გიგანმა, 8 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, როგორც თვითონ ამბობს, მეხუთედ გააკეთა და თქვა რომ, მარნეულში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც გზის რეაბილიტაციასთან ერთად სანიაღვრე სისტემა ეწყობა, გზის მონაკვეთი მძღოლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ყოველ წვიმიან ამინდზე შეიძლება მანქანა მოცურდეს, ძალიან ვიწრო გზა არის და იქ შეიძლება არხზე, სადაც დამცავი ჯებირები არ არის, ავარია მოხდეს. პირდაპირ არის ღიად დატოვებული და არ არის გამორიცხული თვეში ერთი სამი-ოთხი ავარია არ იყოს.“ - თქვა რიჩარდ გიგანმა

რიჩარდ გიგანის ნათქვამს მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ პრობლემური საკითხის შესახებ მან ინფორმაცია პირველად მოისმინა და საკრებულოს წევრს განცხადების ან წერილის დაწერა სთხოვა, რომელსაც შესაბამის სამსახურთან მერია გადააგზავნის.

ის, რომ ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, ამას ადილობრივებიც გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ გასავლელი ტროტუარი ფაქტობრივად არ არსებობს

ინვალიდი ადამიანი ვარ და გადასვლას ვერ ვახერხებ გზაზე. მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევენ“

„გზაზე რომ დავდივართ ორი მანქანა ვერ ეტევა ერთდროულად. გადასასვლელის მაგივრად  ელექტრო ენერგიის ბოძები დაამაგრეს. იქ წესით ტროტუარის ადგილი უნდა დაეტოვებინათ. ჩვენთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თან,  ორმხრივი გზაა“

„ როცა წვიმს, საშინელი ტალახია.ტროტუარი არაა და ხალხმა სად უნდა იაროს არ ვიცით მანქანის გზით დავდივართ და საშიშია, ავარია შეიძლება მოხდეს“
- გვითხრეს ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სამუშაოებში საფრთხეს ხედავენ.  

რადიო "მარნეული" ინფორმაციის გასარკვევად საავტომობილო  გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სამუშაოები სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული კითხვების და შესაძლო ვარიანტების განსახილველად ოფიციალური წერილით მიმართვა მოგვიწევს. 


საიმერლოში სასმელი წყლის მიწოდების სისტემა არ
შეიცვლება.
საიმერლოში სასმელი წყლის მიწოდების სისტემა არ შეიცვლება.
დღეს, 8 აგვისტოს, მარენულში საზაფხულო სკოლა
„ახალგაზრდა ლიდერების“ ფარგლებში
დღეს, 8 აგვისტოს, მარენულში საზაფხულო სკოლა „ახალგაზრდა ლიდერების“ ფარგლებში
მარნეულელი ფარილ მამედოვი 1993-დან 2011 წლამდე
საქართვალოს სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა.
მარნეულელი ფარილ მამედოვი 1993-დან 2011 წლამდე საქართვალოს სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა.