წერაქვში შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოსაწყობად მერიამ 239 308 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ  სოფელ წერაქვში შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 239 308 ლარიანი ტენდერი დღეს, 16 მაისს გამოაცხადა.

მასში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 24 მაისიდან შეუძლიათ. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 27 მაისია.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები