გვაძლევენ თუ არა მარნეულში არსებული პარკები დასვენების შესაძლებლობას
ხშირად მარნეულელები თავიანთი ოჯახთან ერთად სასეირნოდ, თავისუფალი დროის გასატარებლად სხვა ქალაქებში მიდიან. თავისუფალ დროს უმეტესად თბილისსა და რუსთავში ატარებენ.

არის მარნეულში საკმარისი დასასვენებელი ადგილები? რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობის პარკები და დასასვენებელი ადგილები არსებობს, მაგრამ საკითხავია შესაძლოა იქ დროის გატარება?

სამწუხაროა, რომ მარნეულში მოწყობილი სკვერები და დასასვენებელი ადგილები ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

მაგალითად: ქალაქში ახლად მოწყობილი და ძველი პარკები არსებობს. იმ პარკებს როგორ უვლიან? ქალაქში ისეთი პარკები არის, სადაც მზისგან დასაცავად ხეებს ვერსად ნახავთ. უმეტეს პარკებში კი ნაგავი, წვიმის დროს ტალახი გვხდება ან ჩაიხანებია მოწყობილი. ინფორმაცია მეტად გასაგები რომ ახდეს, თითოეულს დასასვენებელ ადგილს ცალკე წარვადგენთ.

ნარიმან ნარიმაოვის ბიუსტის მდებარე ტერიოტირაზე არსებული პარკი:
ეს პარკი მარნეულის მერიის და კულტურის სახლის წინ მდებარეობს. ამ პარკში პოლიტიკური პარტიების შეხვედრები, სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდება. პარკის ტერიტორიაზე ნარიმანოვის ძეგლთან ახლოს პატარა შადრევანია. მაგრამ ეს შადრევანი არ მუშაობს. წვიმიან ამინდებში კი ივსება. პარკის ტერიტორიაზე 4-5 დასაჯდომი სკამია. სკამების გადადგმა ნებისმიერ დროს მოხერხდება. შესაძლებელია მოსიარულე სკამებიც ვუწოდოთ. პარკში ბავშვებისთვის რამდენიმე ატრაქციონიც არის, რომელიც საბჭოთა დროიდან არის დარჩენილნი და მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მუშაობს.



მარნეულში ახლად მოწყობილი ბიბლიოთეკის წინ მდებარე პარკი:
ბიბლიოთეკის მშენებლობის დროს დასასვენებელი პარკი მოეწყო. გარემო გამწვანდა, ახალი ნაგვის ურნები დაიდო, სკამები განთავსდა. პარკის მიდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებული ღონისძიებებისთვის პატარა ზომის შენობაც აშენდა, თუმცა ახლა სარდაფად იყენებენ.



9 აპრილის პარკი:
9 აპრილის პარკი მარნეულის რესურს ცენტირს წინ მდებარეობს. პარკში 3-4 დასაჯდომია და თანაც ზოგი გატეხილია. პარკში ბევრი ხალხი იმჩენვა ხოლმე. იქ პოლიტიკური პარტიის მარნეულის შტაბი მდებარეოს ამ ტერიტორიაზე კი რჩევნების დროსა და ზაფხულში სკამებს, მაგიდებს დგამენ და ჩაიხანად გადაიქცევა ხოლმე.



სპორტული კომპლექსი ატა-ჰოლდინგის წინ მდებარე პარკი:
ეს პარკი სპორტული ცენტრის აშენების დროს მოეწყო. ირგვლივ მწვანე ხეებით არის დაფარული. სკამებთან ნაგვის ურნები დგას. ახლოს კი შადრევანია მოწყობილი, თუმცა წყალს ვერ ნახავთ და ნარჩენებითაა სავსე.



ჯავახიშვილის პარკი:
პარკი ახლო წარსულში მოეწყო. პარკის მოწყობიდან მისი ინფრასტრუქტურა ორჯერაა განახლებული. ირგვლივ არაერთი ბუჩქოვანი მცენარე შეიმჩნევა, თუმცა ხეები არსადაა. პარკში შადრევანიც არის. სხვა პარკებთან კი იმით განსხვავდება, რომ დასაჯდომი სკამები არ არის. პარკის მოწყობის დროს სკამები დაიდგეს, თუმცა ახლა ირგვლივ არსად აღარაა. ამიტომაც მცხოვრებლები პარკში დასასვენებლად რომ მიდიან, ან ფხზე დგომა ან ქვაზე ჩამოჯდომა უწევთ.



ჩაის სახლის წინ მდებარე პარკი:
ეს პარკი კომპანია სოკარის მიერ აშენდა. ამ პარკის ტერიტორიაზე პატარა ისტორული არქიტექტურით შესრულებული შადრევანია. სხვა შადრევნებთან შედარებით ეს ფუნქციონირებს. პარკის ტერიტორიაზე სიმწვანეა და ხშიად დასუფთავების სამუშაოები ტარტება.



„კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის გარშემო მდებარე ახალ მოწყობილი პარკი:
„კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლი საბჭოთა დროიდან არის დადგმული. ეს კი მარნეულის სიმბოლოა.. თბილისიდან შემოსულს ძეგლის გავლა მოგიწევთ. ახლა ძეგლის რესტავრაცია და გარშემო ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ პროექტისთვის მარნეულის თვითმმართველობა ბიუჯედიდან 994 848 ლარი გამოყო. ტენდერის პირობებით სამუშაოები 2019 წელს უნდა დამთავრდეს.



ამერიკელი რაიან სმიტის მიერ პარკის მოწყობის იდეა:
მარნეულში მცხოვრები ამერიკალი რაიან სმიტი ბავშვებისთვის პარკის მოსაწყობად ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ადგილს სთხოვდა. დანარჩენ ხარჯებს კი საკუთარ თავზე იღებდა, თუმცა მერია უარს ეუბნებოდა. პროექტიც მოამზადა, თუმცა სმიტმა თავისი იდეის განხორციელება ვერ შეძლო. იგი 2018 წლის ივნისში ხადას ხეობაში მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად მოკლეს. ამის შემდეგ მარნეულელმა არასამთავროებმა, ახალგაზრდებმა და სმიტის მეგობრებმა ხელმოწერა შეაგროვეს, და ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს. დადებითი პასუხი მიიღეს მარნეულში მაგთის ოფისის ახლოს მდებარე პარკში ადგილი გამოყვეს. ახლა კი პროექტის მომზადება მიმდინარეობს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები