„საქართველოში მეჩეთები კავკასიის არქიტექტურის შესაბამისად უნდა აშენდეს.“ - შეიხი რამინ იგიდოვი
„საქართველოში მეჩეთები კავკასიის არქიტექტურის შესაბამისად უნდა აშენდეს.“- ამის შესახებ რადიო მარნეულთან საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველის შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა განაცხადა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის თქმით, ბოლო დროს აშენებულ მეჩეთებში გამოყენებული არქიტექტურა კავკასიისათვის უცხოა.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დროს აშენებული მეჩეთების უმრავლესობაში რომელი არქიტქტურაა გამოყენებული არ იციან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ კავკასიის სპეციფიკური არქტიტექტურით, კავკასიის შესაბამისად უნდა აშენდეს. ასე ვთქვათ, აქ მცხოვრები ადამიანების წარსულს უნდა ასახავდეს“- რამინ იგიდოვი ამბობს.

შეგახსეებთ, რომ 16 მაისს საქართველოს პარლამენტში ჩატარებული რელიგიური საბჭოს სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჯარო სკოლებში რელიგური გაკვეთილების ჩატარების, რელიგიური ადგილების საკუთრების და მათი უკან დაბრუნების, რელიგიის შესახებ ახლად მიღებული კანონისა და რელიგიური ადგილების ამშენებლობისთვის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების საკითხი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები