ოპოზიცია სადახლოში ცემის ფაქტზე საუბრობს
„ევროპული საქართველოს“ მერობის
კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, სადახლოს #31-ე
უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის აქტივიდტი მერის სადახლოს რწმუნებულმა
სცემა.
„"ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ ჩვენს წევრს სადახლოში N31
უბანზე. ჩვენი წარმომადგენელი იყო თახირ ალიევი და მას თავს დაესხა
მერის წარმომადგენელი სოფელ სადახლოში“, - აცხადებს ახმედ
იმამკულიევი.
ფაქტის შესასწავლად პარტიის წევრები სადახლოში გაემგზავრნენ.
რადიო "მარნეული"