ხმაური მარნეულის საარჩევნო უბანზე VIDEO
მარნეულის #85 საარჩევნო უბანზე, რომელიც #5 საჯარო სკოლის ტერიტორიაზეა განლაგებული, სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუპირისპირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი თამარ მეტრეველი აცხადებს, რომ უბანზე რიგი დარღვევები დააფიქსირა, მათ შორის ხმის მისაცემად შესულ ამომრჩეველზე კარნახი, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო უბნის ხშირად დატოვების ფაქტი.

„კედელთან არასწორად იყო განლაგებული მაგიდები, რაზეც მივმართე წერილობით და განცხადება არ დამიკმაყოფილეს, მაგიდები მაინც კედელს მიადგეს, რაც დარღვევაა“, - გვითხრა თამარ მეტრეველმა.

სიტყვიერი შელაპარაკება დარღვევების გამო მოხდა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები