მარნეულში არჩევანი 14%-მა გააკეთა

12 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე 13 957-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 14%-ს შეადგენს.

მარნეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 99 717-ია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ( 99 173 ამომრჩეველი) 544 ამომრჩევლით არსი გაზრდილი.

მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის 15 მარნეულში მდებარეობს, 75 კი 84 სოფელშია განაწილებული. ყველა უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.

მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან მხოლოდ ოთხს აქვს საარჩევნო პროგრამა. სამ პარტიულ და ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, მათი აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის გამო, მოსახლეობა ყველაზე კარგად იცნობს. მერობისთვის „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმამკულიევი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“ აგილ მუსტაფაევი, „ქართული ოცნებიდან“ ზაურ დარგალი და დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალგაზრდა იურისტი ალი ბადიროვი იბრძვიან.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები