„სახელისუფლო კანდიდატის მეუღლე დადიოდა სოფელ-სოფელ და არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს" - ახმედ იმამყულიევი
„ქართული ოცნების“ მერობის კადიდატის, ზაურ დარგალის მეუღლეს რენა ნურმამედოვას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. 18 მაისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტში ნაამბობია, რომ რენა ნურმამედოვა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ბრინჯსა და ზეთს ურიგებდა. ფაქტს რადიო „მარეულთან“ პარტია „ ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევიც ადასტურებს.

„კანდიდატის მეუღლე დადიოდა სოფელ-სოფელ და არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს. დღეს უკვე ელოდებიან, რომ „ინდური ხმებს“ მოიპოვებენ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მარნეულში „ინდური ხმები“ არ არის. აქ არის საქართველოს მოქალაქეების ხმები და სწორედ ისინი გაიმარჯვებენ ამ ბრძოლაში“, - გვითხრა ახმედ იმამყულიევმა.

ოპოზიციის მერობის კანდიდატს ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს.

“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის ცოლმა მოსყიდვის ბრალდებაზე “ნეტგაზეთთან“ კომენტარი არ გააკეთა.

რენა ნურმამედოვა მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები