საქართველოს აზერბაიჯანელების 57%-მა არ იცის არის თუ არა საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტიმა (NDI) დღეს, 20 მაისს საზოგადოების განწყობის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა ძირითადად მოსახლეობის დასავლურ ინტეგრაციასთან მზაობას შეეხება.

NDI-მ კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, რომელთა შორის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა იყო.

კვლევის მიხედვით, საქართველოს აზერბაიჯანელთა 39%-ისათვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. 19% საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს მიუღებლად მიიჩნევს, ხოლო 41%-მა არ იცის.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის უმეტესობამ, 57%-მა, არ იცის არის თუ არა საქართველო ნატოს წევრობისათვის მზად. 17% მიიჩნევს, რომ საქართველო მზადაა, ხოლო 25%-ის აზრით, არა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს აზერბაიჯანელი მოსახლეობის 47%-მა არ იცის რა უშლის ხელს საქრთველოს ნატოში გაწევრიანებისათვის. 23% თვლის, რომ ამის მიზეზი ოკუპირებული ტერიტორიების, 19%-ის აზრით ხელსშემშლელი ფაქტორი რუსეთია, ხოლო 4% მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოშ გაწევრიანებას ხელს დემოკრატიის დონე უშლის.



აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები