ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში, საჩივრების განხილვა არასათანადოდ მიმდინარეობს
დღეს 21 მაისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერის რიგგარშე არჩევნებზე შემოსული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
კომისას სხდომაზე 41 საჩივარი აქვს წარმოდგენილი, რომლის განხილვის დროსაც არაერთხელ მოხდა სიტყვიერი შელაპაარაკება მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ოპოზიციური პატიის წარმომადგენლებს შორის. ამ ეტაპზე 20-მდე საჩივარია განხილული. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ივანე პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ საჩივრების განხილვა არასათანადოდ მიმდინარეობს.

„საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის სხდომა წარმართა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. საჩივრები არ იქნა განხილული სათანადოდ. კომისიამ საჩივრები განიხილა მის მიერ მოუძიებელი ინფორმაციების საფუძველზე. საჩივრებს არ ერთვის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. კომისია იღებს გადაწყვეტილებას შესაშური უმრავლესობით იმ პირობებში, როდესაც საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს“ - თქვა ივანე პეტრიაშვილმა

პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე ლოიალურ სახდელებს იყენებს კომისია და ყველა გადაცდომის მიმართ მხოლოდდამხოლოდ შენიშვნები აქვთ.

კომისიის არასამართლიანად მიმდინარეობას კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს წარმომადგენელი" ბესიკ დონაძე ეთანხმება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის უმრავლესობა არ ეთანხმება საჩივრებს გამომდინარე იქედან, რომ საჩივრები არის პროცედურული დარღვევები. საარჩევნო ხმის მიცემა განსაზღვრულია ვინ რა უნდა გააკეთოს კომისიის წევრებმა  და ერთი დარღვევაც იწვევს მათ შენიშვნას, გაფრთხილებას და დისციპლინურ პასუხისმგებლობას.  საარჩევნო კომისია არ აკმაყოფილებს პროცედურულ დარღვევებზე არც მდივნის, თავმჯდომარის და არც მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხს" - თქვა დონაძემ


მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ კომენტარს ყველა საჩივრის განხილვის შემდეგ გააკეთებენ. 41 საჩივრის განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში დღესვე ვარაუდობენ.



Print