მარნეულში სამი გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობის სახით 21 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

სამედიცინო ცენტრები მარნეულის სამ სოფელში ქუთლიარში, სადახლოსა და შაუმიანში აშენდება. როგორც საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ თქვა, თითოეული პროექტის ღირებულება 151 348 ლარს შეადგენს, რომელსაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი სრულიად დააფინანსებს.

რადიო "მარნეული"

Print