სიახლე
მარნეულის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდა
მარნეულის საკრებულოს წევრს, რაგიმ ასკეროვს უფლებამოსულება შეუჩერდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცნობის სახით მარნეულის საკრებულომ, გუშინ, 21 მაისს მიიღო. ასკეროვისთვის უფლებამოსილების შეჩერება მის წინასწარპატიმრობაში ყოფნას უკავშირდება.

მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქრთამის აღების ფაქტზე 28 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქეს - შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი -1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით უნდა გადაეცა.

შ. მ. და რ. ა. ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა. სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ
თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები
მოწესიგდება.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები მოწესიგდება.

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი
ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა
და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს
დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო
გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ
ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ
ბორცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბავშვთა პორნოგრაფიის
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც
დაიწყოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც დაიწყოს.
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და
თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები,
არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლდებიან.
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული
ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23
სექტემბრიდან დაიწყებს.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის
თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ
ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს.
შსს
აცხადებს, რომ ევროპოლთან და აშშ-სა და ავსტრალიის საგამოძიებო
უწყებებთან ერთად რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გამოავლინეს
არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი
პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი და ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
შსს აცხადებს, რომ ევროპოლთან და აშშ-სა და ავსტრალიის საგამოძიებო უწყებებთან ერთად რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გამოავლინეს არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.