„მარნეულელების მიტოვება არ შემიძლია და მე პოლიტიკაში კვლავ ვიქნები“ - ალი ბადიროვი
„მარნეულელების მხარდაჭერა დიდი იყო, მათი მარო მიტოვება არ შემიძლია და მე პოლიტიკაში კვლავ ვიქნები“- განაცხადა მარნეულის მერობის დამოუკიდებელმა კანიდატმა ალი ბადიროვმა რადიო „მარნეულთან" საუბრის დროს.

ალი ბადიროვი მარნეულში ჩატარებული მერის რიგგარეშე არჩევნებს უარყოფითად აფასებს. მსისი თქმით, არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა და უმეტეს უბნებში ბადიროვის მხარდამჭერი ბიულეტენები გააუქმეს და მიიჩნევს, რომ მარნეულელებმა არასწორი არჩევანი გააკეთეს.

ბადიროვი თავს დამარცხებულად არ გრძნობს, რადგან მან მოსახლეობის ნდობა პარტიის დამოუკიდებლად მოიპოვა და თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობით პრეცედენტი შექმნა.

ალი ბადიროვი 2021 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას და შესაძლებელია
კანტიტატურა რომელიმე პარტიდან წარადგინოს.

19 მაისს მარნეულში მერის სრიგგარეშე არჩევნები ჩატარდა და „ქართული ოცნების“ კანტიტატმა ზაურ დარგალმა 78,6%-ით გაიმარჯვა.

ალი ბადიროვმა კი ხმების 1,21% მიიღო.

რადიო "მანრეული"

Print