მარნეულის საოლქო კომისიამ 61 საჩივრიდან მხოლოდ 14 დააკმაყოფილა
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში 61 საჩივრიდან მხოლოდ 14 დაკმაყოფილდა. 19 მაისს გამართულ მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პარტიებიდან მიიღო. მათი განხილვა 2 დღის ვადაში მიმდინარეობდა. როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ თქვა, 61 საჩივრიდან 4 ადმინისტრაციული იყო და მისი განხილვის უფლება 1 თვის ვადაში აქვთ. 2 საჩივარი არ განიხილეს, რადგანაც არაუფლებამოსილ პირს ჰქონდა დაწერილი.

დაკმაყოფილებული თოთხმეტი სჩივრიდან კი მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია“ (საია) ერთ-ერთია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის, ვინც მარნეულში არჩევნებზე საჩივარი დაწერა. „საიას“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელის, ეკატერინე ფავლენიშვილის თქმით, მათ 6 საჩივრიდან 5 დაკმაყოფილდა.

დაუკმაყოფილებელ საჩივარს შორის N77 უბანზე დაფიქსირებილი დარღვევა

„ეს ეხებოდა 77-ე საარჩევნო საუბნო კომისიის ოქმების მონაცემებს, რომელიც არ დაკმაყოფილდა. განკარგულება ჯერ ხელთ არ გვაქვს, ალბათ, მზადების ეტაპზეა. ამ უბანზე შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ დაჯდა 7-ით მეტი აღმოჩნდა ბიულეტინი. საოლქო სააეჩევნო კომისიამ და თავმჯდომარემაც აღნიშნეს განხილვის დროს, რომ არ აქვთ იმის ეჭვი რომ ამ კომისიას არ ენდნონ. აქედან გამომდინარე არ დააკმაყოფილეს საჩივარი. აქ ვითხოვდით საარჩევნო ბიულეტინების ხელახლა გადათვლას, შემაჯამებელი ოქმის ბათილობას.თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას“ - ვითხრა ეკატერინე ფავლენიშვილმა.

მარნეულის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა 21 მაისს დაიყო, რომლის მიმდინარეობაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლება არასათანადოდ მიიჩნიეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები