მარნეულის ექვს სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები ოფიციალურად დაინიშნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ქურთლიარის, ბეგლიარის, ცოფის და ალგეთის 2 საჯარო სკოლაში დეირექტორის შემცვლელები დანიშნეს (მოვალეობის შემსრულებელი).

ამის შესახებ ინფორმაცია რესურს ცენტრის უფროსმა ქენან ომაროვმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებმა განათლების სამინისტროში გასაუბრება გაიარეს და 6 სკოლაში დროებითი შემცვლელები იქნებიან.

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროშ განუცხადეს, სკოლის დირექტორების დანიშვნის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტო აქვეყნებს, რა დროსაც მათ დირექტორობის დამადასტურებელი საბუთი უნდა გააჩნდეთ და დირექტორობისთვის  რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ. იმ სკოლებს, რომელსაც ამჟამად დირექტორი არ ხელმძღვანელობს შესაძლოა სერტიფიცირების პრობლემა იდგეს.

განათლების სამინისტრო დირექტორების შესარჩევ კონკურსზე ინფორმაცია წელსაც გაავრცელებს, თუმცა კონკრეტული დრო ცნობილი არ არის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები