სიახლე
ერთადერთმა უსინათლო ამომრჩეველმა ბრაილის შრიფტიან ბიულეტენზე უარი თქვა
55 წლის სურიკ ჩიჩიანი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ცხოვრობს. ის ერთადერთი უსინათლოა, რომელიც მარნუელის N26 საარჩევნო უბანზეა დარეგისტრირებული.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უბანზე ხმის მისაცემად მისულ სურიკს კომისიის წევრმა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიულეტენი მისცა, მაგრამ სურიკმა ჩვეულებრივი ბიულეტენი მოითხოვა.

„მივედი არჩევნებზე სკოლაში, მიცნო კომისიის წევრმა და მითხრა, რომ ბრაილის შრიფტს მოგცემო. ავიღე ბიუეტენი ხელში და მერე დავფიქრდი, რომ ახლა ეს რომ შემოვხაზო და ჩავაგდო მერე ყველა მიხვდება თუ ვის მივეცი ხმა.“ - იხსენებს სურკ ჩიჩიანი

სურიკმა 2018 წელს არჩევანი სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც დააფიქსირა. წელს კი, მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, მონაწილეობა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღო.

სურიკი ფიქრობს, რომ ისეთ საარჩევნო უბნებზე, სადაც მხოლოდ ერთი, ან ორი უსინათლოა რეგისტრირებული ბრაილის შრიფტიანი ბიულეტენით არჩევანის დაფიქსირება კარგი არაა.

„მინიმუმ 5 უსინათლო რომ იყოს რეგისტრირებული ერთ უბანზე კიდევ შეიძლება ბრაილის შრიფტით ხმის მიცემა, რადგან გაჭირდება იმის დადგენა თუ ვინ ვის მისცა ხმა, მაგრამ როდესაც მხოლოდ ორი ან სამია, არამგონია კარგი იყოს“ - გვითხრა სურიკ ჩიჩიანმა

55 წლის სურიკისათვის არჩევნებზე ფარული კენჭის ყრის პრინციპი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ გეგმავს მომავალშიც ჩვეულებრივი ბიულეტენით ხმის მიცემას.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ
თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები
მოწესიგდება.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები მოწესიგდება.

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი
ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა
და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს
დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო
გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ
ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ
ბორცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბავშვთა პორნოგრაფიის
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც
დაიწყოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც დაიწყოს.
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და
თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები,
არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლდებიან.
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული
ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23
სექტემბრიდან დაიწყებს.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის
თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ
ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს.
შსს
აცხადებს, რომ ევროპოლთან და აშშ-სა და ავსტრალიის საგამოძიებო
უწყებებთან ერთად რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გამოავლინეს
არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი
პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი და ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
შსს აცხადებს, რომ ევროპოლთან და აშშ-სა და ავსტრალიის საგამოძიებო უწყებებთან ერთად რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გამოავლინეს არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.