სიახლე
შარშანდელთან შედარებით მარნეულში სკოლა 200-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაამთავრა
2018-2019 სასწავლო წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 875-მა მოსწავლემ დაამთავრა.

მე-12 კლასელებს წელს გამოსაშვები გამოცდები არ ჩატარებიათ, რადგან საქართველოს პარლამენტმა, 2019 წლის 8 აპრილს, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა და დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სკოლის დამამთავრებელ კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.

2017-2018 სასწავლო წელს კი კურსდამთავრებულებმა საატესტატო გამოცდები ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის 24 მაისს დაამთავრეს. წინა წელს სკოლა 1 075-მა მოსწავლემ დაამთავრა, რაც წლევანდელ კურსდამთავრებულთა რაოდენობას 200-ით აღემატება.

რადიო „მარნეული“

| Print |